|
ბაკარი სანიამ რამდენიმე დღეა, რაც ვარჯიში განაახლა. ეს ძალიან ახარებს ტეო უოლკოტს, რომელიც ასევე მარჯვენა ფლანგზე ასპარეზობს და რაც ბაკარი ტრავმირებულია მას საქმე ერთი ორად მოემატა, რადგან მცველების დახმარება, რომლებიც თავს ცუდად ართმევენ დაკისრებულ მოვალეობას, უწევს.
სანიამ ტრავმა 2 ოქტომბერს ლონდონურ დერბიში მიიღო, ტოტენჰემის წინააღმდეგ. როგორც იქნა მან ვარჯიში დაიწყო და შანსი აქვს კვირას ასტონ ვილასთან ითამაშოს კიდეც.
"ბაკარი ძალიან ძლიერი მარჯვენა მცველია, მას შეუძლია მარჯვენა ფლანგი საგრძნობლად გაძლიეროს. მართალია არც სხვა მცველები თამაშობენ ცუდად, მაგრამ ბაკარი მაინც სხვაა.
ჩვენ ერთად ძალიან კარგად ვთამაშობთ, მე კარგად მახსოვს მისი მიღებული ტრავმა ტოტენჰემთან მატჩში და ეს იყო ძალიან ცუდი.
მე ძალიან გახარებული ვარ მისი დაბრუნებით და ვარჯიშებს ძალიან მხიარულად ვატარებთ." - ამბობს ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში ტეო უოლკოტი.
|