|
არსენ ვენგერი 2011-2012 წლის სეზონში უმთავრეს პრიორიტეტად ასოციაციის თასის მოგებას თვლის. შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგაში ლიდერს უკვე 18 ქულით ჩამორჩება არსენალი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ევროპის საუკეთესო კლუბები თამაშობენ და იქ გამარჯვება ძალიან, ძალიან რთულია.
არსენ ვენგერი ერთადერთი მწვრთნელია არსენალის ისტორიაში, რომელმაც ასოციაციის თასი ერთზე მეტჯერ მოიგო, სულ 15 წელიწადში ოთხჯერ შეძლო გამარჯვება.
კვირას, FA-ის (იგივე თასი) მეოთხე რაუნდში არსენალი ბირმინგემის ასტონ ვილას უმასპინძლებს, სადაც ვენგერს უცილობლად გამარჯვება სურს.
"შეხედეთ ისტორიას და აღმოაჩენთ, რომ ბოლო 15 წლის მონაცემებით ჩვენ საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს ამ თასზე.
შარშან ამ დროს ჩვენ ოთხი ტიტულის მოპოვება გვსურდა, მაგრამ რამდენი მოვიგეთ?! არც ერთი.
ჩვენი მიზანი წელს ასოციაციის თასის მოგებაა და მჯერა, რომ ამ ჯერზეც მოვიგებთ." - განაცხადა ფრანგმა მენეჯერმა.
|