დღეს არსენალის კაპიტანმა რობინ ვან პერსიმ, მიმდინარე არც თუ ისე კარგ სეზონზე ისაუბრა. ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა იმედი გამოთქვა იმისა, რომ ეს სეზონი არსენალისთვის დადებითად ჩამთავრდეს. რობინი მიიჩNევს, რომ არ შეიძლება არსენალის სეზონის ნაადრევად დასრულება, როგორც ამას ბევრი კრიტიკოსი თვლის:
"ჯერ სეზონი არ დასრულებულა და წინ კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი თამაში გველის. ყველას კარგად ახსოვს ის თუ როგორ კრიზისს დავაღწიეთ თავი სეზონის სტარტზე და მიმაჩნია, რომ ამ ჩავარდნასაც გამოვასწორებთ. არ მესმის რატომ წერენ არსენალს ყველა ტურნირიდან და რატომ ასრულებენ ჩვენ სეზონს ნაადრევად.
მიმაჩნია, რომ ჯერ კიდევ შეგვიძლია ეს სეზონი კარგად დავასრულოთ. ჩვენ ვასპარეზობთ ორ სათასო ტურნირზე: FA-ს თასსა და ჩემპიონთა ლიგაზე. ორივე ტურნირის თამაშებში ჩვენ ჩვენს 100%-ს დავდებთ და ყველანაირად ვეცდებით, რომ სეზონის ბოლოს ერთ-ერთ სწორედ ჩვენ დავეუფლოთ. რა თქმა უნდა არც ორივეს დაუფლებაზე ვიტყვით უარს."