2007 წლის 21 ნოემბერს, საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა გამოაცხადა, რომ ერთ-ერთ ასტეროიდს, რომელიც იან გრიფინმა აღმოაჩინა 1998 წელს, არსენ ვენგერის სახელი ეწოდა სწორედ იან გრიფინის საყვარელი გუნდის, არსენალის მწვრთნელის, არსენ ვენგერის საპატივცემულოდ.
” როგორც აღმომჩენი, ჩემი პრივილეგიაა იმ ასტეროიდების სახელწოდებების შეთავაზება, რომლებსაც ვპოულობ საერთაშორის ასტონომიული კავშირის მცირე ზომის ნომენკლატურაზე და მე არ შემეძლო მეფიქრა იმაზე უკეთეს ადამიანზე, რომელმაც ფეხბურთი ახალ ეტაპზე გადაიყვანა”
ჩემი ციტატა ასეთი იყო: ” ასტეროიდი 33179 Arsenewenger, რომელსაც ეს სახელი ეწოდება არსენ ვენგერის მიღწევების პატივსაცემად. ფრანგი საფეხბურთო მწვრთნელი, რომელიც არსენალის მწვრთნელია 1996 წლიდან. ის არის კლუბის ყველაზე წარმატებული სპეციალისტი მოპოვებული ტიტულების გათვალისწინებით. 2004 წელს ის გახდა ერთადერთი მწვრთნელი პრემიერ-ლიგის ისტორიაში, რომელმაც სეზონი დაუმარცხებლად ჩაატარა. ვენგერის გუნდი ცნობილია თამაშისადმი ლამაზი მიდგომით. ასტეროიდი, რომელიც მდებარეობს 3-დან 9 კმ-მდე მარსისა და იუპიტერის ორბიტალებს შორის, 4.23 წელიწადში ერთხელ უვლის მზეს”
მე ვფიქრობ, რომ არსენ ვენგერი ერთადერთი მწვრთნელია, რომელიც პატივისცემას იმსახურებს და რომელიც ნამდვილად სამაგალითოა. ჩემი აზრით, მისი გუნდი თამაშობს ფეხბურთს, რომელიც ამ მსოფლიოში არ არის.” - იხსენებს იან გრიფინი
ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო, მაგარი გამეხარდა და ლიჩნათ მეც რომ ვყოფილიყავი ასტრონომი ან გამომგონებელი მანც რამეს უეჭველი დავარქმევდი ვენგერის სახელს. მარა რახან არ ვარ ერთი მაინც გადავწყვიტე შვილს უეჭველი არსენა უნდა დავარქვა სულ რომ ტოტენჰემის ფანი გამოვიდეს...