|
არსენალის მაროკოელი თავდამსხმელი მარუან შამახი მოხარულია პრემიერ ლიგაში თამაშითა და მისი გუნდთან სწრაფად ადაპტაციის პროცესით. 26 წლის თავდამსხმელი არსენალს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და მან არსენალის რიგებში თავისი პირველი გოლი გაიტანა ბლექპულთან მატჩში, რომელიც არსენალმა გამანადგურებელი სხვაობით 6:0 გაიმარჯვა. ამჟამათ იგი მიემგზავრება თავის ქვეყანაში მაროკოში, მაგრამ ძალიან სურს, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს არსენალსა და პრემიერ ლიგას.
" მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვბრუნდები ჩემს ქვეყანაში არსენალის ფეხბურთელის სტატუსით. ჩემი კლუბში ადაპტირება კარგათ მიდის და არსენ ვენგერი მეხმარება იმაში, რომ კლუბში თავი კონფორტულად ვიგრძნო. მე ვიცი, რომ როგორც კი შევეგუები ინგლის, ჩემი თამაში იქნება ბევრად უკეთესი. გუნდში ფეხბურთელები მეგობრულად მიდგანან და მე ამ ოჯახის ნაწილი ვარ. ამ სეზონში ჩვენი მიზანი პრემიერ ლიგის მოგებაა და ყველას აქცენტი მხოლოდ მიზნების მიღწევაშია გადართული." განაცხადა მარუან შამახმა "Sky Sports"–თან ინტერვიუში
|