ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს არსენალი არაერთმა ფეხბურთელმა დატოვა და გარდა ამისა "მეთოფეებმა" შევსებაც მიიღეს.არსენალის მაისური მოირგეს მარუან შამახმა,ლორიენ კოსიელნიმ და სებასტიან სკილაჩიმ.აქედან ბოლო 2 ამპლუით ცენტრალური მცველები არიან.მას შემდეგ რაც გუნდი დატოვეს უილიამ გალასმა და სოლ კემპბელმა,ყველასათვის საინტერესოდ რჩებოდა ის ფაქტი თუ ვინ უნდა შეწყვილებოდა ტომას ვერმაელენს.არსენ ვენგერმა კი გუნდში 24 წლის,ლორიენ კოსიელნი მოიყვანა და თითქოს ის უნდა ყოფილიყო "ვერმინატორის" მეწყვილე,მაგრამ მუსიე არსენი ამაზე არ გაჩერდა და სევილიიდან 30 წლის ფრანგი მცველი სებასტიან სკილაჩი შეიძინა.მართალია სკილაჩის ჯერ არ უთამაშია "მეთოფეთა" რიგებში,მაგრამ ბევრი უკვე მას ძირითადის ფეხბურთელად მიიჩნევს.ეს მოსაზრება კი საფუძველს ნამდვილად არაა მოკლებული,განსაკუთრებით მას მერე,როდესაც არსენ ვენგერმა ერთ-ერთ ინტერვიუში მეტად საინტერესო განცხადება გააკეთა:
"მას შემდეგ რაც ჩვენ შევიძინეთ კოსიელნი,ჩვენ ვხვდებოდით,რომ სასურველ დონეზე,ასეთ დიდ სეზონს 3 ცენტრალური მცველით ვერ ჩავატარებდით და გადავწყვიტე კიდევ ერთი ცენტრალური მცველის შეძენა,რომელიც იქნებოდა მებრძოლი,გამოცდილი,ხელსაყრელ ფასში და სკილაჩიც სწორედ ესეთია.ის ძალიან კარგი მცველია და ვფიქრობ,რომ თავისუფლად შეუძლია,უილიამ გალასის შეცვლა." განაცხადა არსენ ვენგერმა.
ცჰემი აზრიტ კოსიელნი ჯერ დზ გამოუცდელია ტავის ასაკთან შედრებით მაგარამ გამოცდილებ მ,ოემატება თამაშით და სკილაჩი კიდევ გამოცდილია მაგრამ ჩემი აზრით მაიც კოისელნი იქნბეა ძირითადი
რა ვერ გავიგე, ეს სკილაჩი და გალასი ორივე ფრანგები არიან, ორივე 30-31 წლისაა და რატო გაუშვა ის და ეს რატო მოიყვანა, 1) ის უფრო მაღალი დონისაა 2) ფული დაიზოგებოდა
სკილაჩიმ ნაკრებში რაც ითამაშა თითქმის ყველა თამაში ჩააგდო, ნამდვილად არ არის საიმედო მცველი, თან ეგ ვერმალენის პოზიციაზე იყო ხოლმე, კონსიელნის მოტივაცია მაინც აქვს, თუმცა ცოტათი დაბნეულია, მთლად ვერ იჯერბს რომ არსენალშია, ჯერ წესიერად ვერ გაუცნობიერებია ეგ ამბავი