|
ლონდონის არსენალის ოფიციალურმა ვებ-საიტმა საკმაოდ საინტერესო გამოკითხვა ჩაატარა მეთოფეთა გულშემატკივრებს შორის.შეიძლება ითქვას გამოკითხვის შედეგი ოდნავ მოულოდნელი აღმოჩნდეს,ვიდრე ვარაუდობდნენ.
გამოკითხვაში იყო დასმული შემდეგი კითხვა:”თუ არსენ ვენგერი ახალ ფეხბურთელს დაიმატებს,რომელი პოზიცია უნდა გააძლიეროს მან?”გამოკითხვაში ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.გამოკითხულთა 65%-ი მიიჩნევს,რომ ეს უნდა იყოს მეკარე,25%-ის აზრით მცველი,ხოლო 5-5%-ი თვლის,რომ ნახევარდაცვა ან თავდასხმა უნდა გააძლიეროს არსენმა.
თუმცა არამგნონია ამ გამოკითხვამ რაიმე ზემოქმედება მოახდინოს არსენზე,იგი სწორედ იმ ფეხბურთელს იყიდის,რომელიც მისი აზრით გუნდს დაეხმარება თამაშის გაუმჯობესებაში.ტყუილად არ არის ემირეითსი შემდეგი ლოზუნგით აჭრელებული:”In Arsene We Trust!"
|