|
ვიტო მანონემ განაცხადა,რომ იგი არსენალში ბედნიერია და დარწმუნებულია წელს შეუძლია ძირითადისთვის იბრძოლოს.გასულ სეზონში მანონემ რამოდენიმე კარგი შეხვედრა ჩაატარა ალმუნიას და ფაბიანსკის არ ყოფნაში.
იტალიელი მეკარე გასულ სეზონში არც კი ელოდა ამდენი შანსი თუ მიეცემოდა და ძალიან გახარებულია,რადგან შეძლო და ვენგერს თავი მოაწონა.მას შემდეგ რაც ალმუნიას მომავალი ბუნდოვანია ემირეითსზე და ფაბიანკითაც უკმაყოფილოა გულშემატკივარი,მანონეს შანსები იზრდება.მას აქვს დიდი შანსი გახდეს არსენალის ნომერ პირველი მეკარე.
”მინდა ისე გავაგრძელო როგორც გასულ სეზონში,ვეცადო ვაჩვენო ჩემი საუკეთესო და თუ არსენს მოვეწონები და ენდომება ჩემთვის შანსის მოცემა,მე მზად ვარ ამისთვის.მე ძალიან ახალგაზრდა ვარ,ამიტომ ყველაფრისთვის მზად ვარ.მე არ ველოდი გასულ სეზონში 9 შეხვედრას თუ ჩავატარებდი,ამიტომ ამ სეზონში ყველაფრისთვის მზად ვარ.რაც არ უნდა იყოს,მზად ვარ ბევრი ვივარჯიშო და კლუბს ჩემი საუკეთესო მივცე.”
როგორც მოგეხსენებათ მანონემ გუშინ თერთმეტმეტრიანი აიღო.მან ამ ფაქტზეც გააკეთა მცირე კომენტარი:
”კარგია იყო რომ მომეცა შანსი რაღაცის გაკეთების,თუმცა ვდარდობდი რომ ვერ შევძლებდი აღებას.ჩვენ ეს მატჩები კარგად ჩავატარეთ და სახლში ორი გამარჯვებით ვბრუნდებით.ვფიქრობ ყველასთვის კარგი მოსამზადებელი ეტაპი იყო ავსტრია.”-განაცხადა ვიტო მანონემ.
|