|
გაელ კლიში დარწმუნებულია,რომ დაცვაში თამაშის გაუმჯობესება მათ დაეხმარება შეტევაში უკეთ თამაშში.მეთოფეებმა გასულ სეზონში 41 გოლი გაუშვეს და სწორედ ამის გაუმჯობესებას ისახავს არსენ ვენგერიც.
კლიში დარწმუნებულია,რომ დაცვაში თამაშის გაუმჯობესება მათ უკეთ შეტევაში დაეხმარება და აგრეთვე ეჭვი არ ეპარება იმაში,რომ არსენი ამ პოზიციაზე მხოლოდ საუკეთესო ფეხბურთელებს მოიყვანს.
”არსენმა ძალიან კარგად იცის თავისი საქმე,ის ისეთ ფეხბურთელებს მოიყვანს გუნდში რომელიც ჩვენ თამაშს აშკარად გააუმჯობესებს.რა თქმა უნდა ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია საკუთარი თამაშის გაუმჯობესება და სწორედ ამის გაკეთება გვსურს.
როგორც ერთიანი გუნდი,ჩვენ გვინდა უკეთ დავიცვათ საკუთარი კარი და ჩვენ ვიცით,რომ თუ უკეთ დავიცავთ თავს უკეთესადაც შევუტევთ.ჩვენ კიდევ უნდა ვიმუშაოთ,კიდევ რამოდენიმე კვირა გვაქვს თამაშის გასაუმჯობესებლად და ჩვენ ამას ვნახავთ როდესაც სეზონი დაიწყება.როგორც ვთქვი ამ სეზონის დაწყების წინ კარგი გრძნობა მაქვს და დარწმუნებული ვარ წელს რაღაცას მოვიგებთ.”-განაცხადა გაელ კლიშიმ.
|