|
ტეო უოლკოტმა განაცხადა,რომ ემირეითსის თასის წესები ფეხბურთელებს შეტევისკენ უბიძგებს.გარდა იმისა,რომ გამარჯვების შემთხვევაში 3 ქულა გეწერება ხოლო ფრის შემთხვევაში 1 ემირეითსის თასზე,აგრეთვე შენ გეწერება 1 ქულა ყოველი გატანილი გოლის გამო.
სწორედ ზემოთ მოყვანილი წესების გამო ფიქრობს ტეო,რომ გუნდები აუცილებლად შეუტევენ ამ ტურნირზე,თუმცა წინააღმდეგია იგივე წესის შემოღების პრემიერლიგაში.
”ეს კარგი იდეაა წინასასეზონო ტურნირის დროს.ეს ხალხს აიძულებს კარში დაარტყას,უფრო მეტჯერ ვიდრე შეუძლია.ეს კი მაყურებლებისთვის უფრო მიმზიდველია.თუმცა არ მინდა ყოველი გოლის დროს დამატებითი ქულა იწერებოდეს პრემიერლიგაშიც,მომწონს ის წესები რომელიც ახლა რის.
ამ ტურნირზე 3 ძლიერი გუნდი იასპარეზებს,ასე რომ ჩვენთვის ძალიან კარგი გამოცდა იქნება.ვიცი ეს მხოლოდ მოსამზადებელი ეტაპია,მაგრამ შენ ყოველთვის გსურს ამ ტურნირზე წარმატების მიღწევა,საკუთარი გულშემატკივრების წინ კარგი ასპარეზობა.მოუთმენლად ველი ემირეითსზე დაბრუნებას და იქ თამაშს.
სელტიკი ძალიან კარგი გუნდია,დიდებული გულშემატკივრებით ამიტომ ყველანი ამ მატჩის მოლოდინში ვართ.ამ დღეს მოედანზე ძალიან კარგი ატმოსფერო იქნება.აგრეთვე მილანი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და მათთან თამაშსაც მოუთმენლად ველით.”-განაცხადა ტეო უოლკოტმა.
|