|
დღეს ლონდონის არსენალმა წინა სასეზონო მზადების დროს რიგით მესამე ამხანაგური მატჩი მოიგო.მეთოფეების მორიგი ”მსხვერპლი” ნოიზიდლი გახდა,მეთოფეებმა მატჩი ანგარიშით 4-0 მოიგეს.ამით მათ ავსტრიაში ტურნე დაასრულეს და სავარაუდოდ ხვალ შინ დაბრუნდებიან.
დიდად არ შეგაწყენთ მატჩის მიმდინარეობაზე საუბარს,რადგან მოედანზე ერთი გუნდი დომინირებდა,ლონდონის არსენალი,ამაში ეჭვიც კი არავის ეპარებოდა მატჩის დაწყების წინ. უბრალოდ ამ მატჩიდან გამოვყოფ რამოდენიმე საინტერესო ეპიზოდს.
არსენალმა მატჩის სადავეები პირველი წუთებიდანვე ხელთ იგდო და რამოდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს.თუმცა მათ დაწინაურება 28-ე წუთამდე ვერ მოახერხეს.ტეო უოლკოტმა უილშერის გადაცემის შემდეგ ანგარში გახსნა.2 წუთის შემდეგ კი არსენალმა ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა,გოლის ავტორი კი მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი,ჯეი ემანუელ ტომასი გახდა.
მეორე ტაიმში კი ვენგერმა რა თქმა უნდა შემადგენლობა შეცვალა.მოდით ყურადღება მხოლოდ ორ მათგანზე:შამახზე და ველაზე გავამახვილოთ.მეორე ტაიმის 6 წუთიც არ იყო გასული,რომ არსენალის ახალწვეულმა,შამახმა პენალტი გამოიმუშავა.სხვა ვინ დაარტყამდა თუ არა შამახი.ამ უკანასკნელმაც თავისი შანსი ბრწყინვალედ გამოიყენა და მეთოფეთა რიგებში პირველი გოლი გაიტანა,იმედია იგი მეთოფეთა გულშემატკივრებს კიდევ არაერთხელ გაახარებს.
ამის შემდეგაც განაგრძობდა არსენალი დომინირებას.მათ კიდევ ერთხელ შეარხიეს მეტოქე კარის ბადე და ეს 68 წუთზე მოხდა.ნასრის ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ,ველამ შეტევა ისე დააგვირგვინა როგორც მას ეკადრება,მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და ამიტ კიდევ ერთხელ დაამტკიცა თუ რა დიდი პოტენციალი დევს მასში.
ველამ საბოლოო ანგარიში 4-0 დააფიქსირა.თუმცა კარლოსის გოლიდან ერთი წუთიც არ იყო გასული ავსტრიულ კლუბს შანსი მიეცა ანგარიშში სხვაობა შეემცირებინა.მათ მოიპოვეს თერთმეტმეტრიანის უფლება,თუმცა აქ იყოჩაღა ვიტო მანონემ.მან ბრწყინვალედ მოიგერია თერთმეტმეტრიანი და ვენგერს კიდევ ერთი თავსატეხი გაუჩინა ამით.
თავიდანვე ვთქვი,რომ მატჩის საინტერესო ფაქტებზე გავამახვილებდი ყურადღებას.საქებარ სიტყვებს იმსახურებს ჯეკ უილშერი,მაგრამ ამ ბიჭზე ბევრი ითქვა და დაიწერა უკვე.მინდა სხვა ფეხბურთელს შევეხო,რომელსაც ინგლისური პრესა შემდეგნაირად მოიხსენიებს:”ნახევარდაცვის ახალი მონსტრი”.დიახ სხვა რა შეიძლება ითქვას ემანუელ ფრიმპონგზე,იგი მართლაც ბრწყინვალეა და სონგს ნამდვილად კარგი შემცვლელი გამოუჩნდა.
დიახ,ეს მხოლოდ ამხანაგური შეხვედრებია,მაგრამ ვერ ვმალავ აღფრთოვანებას მეთოფეების დამაჯერებელი თამაშით.ისინი სოლიდურად ასპარეზობენ და მეტოქეს ბევრ შანსს არ აძლევენ.მართალია მეტოქეები გრანდები არ იყვნენ,მაგრამ 3 მატჩში მეთოფეებმა კარის მშრალად შენახვა შეძლეს,ეს კი რაღაცის გაუმჯობესებაზე მეტყველებს.
არსენალის მეტოქეების სიძლიერე კი თანდათან იმატებს.მათ კიდევ სამი ამხანაგური შეხვედრა აქვთ გასამართი:მილანთან,სელტიკთან და ვარშავის ლეგიასთან.თუ ჩვენი გუნდი ამ სამივე შეხვედრას მოიგებს,რისიც დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ,მაშინ მათი თავდაჯერებულობა კიდევ უფრო გაიზრდება და მატჩში რომელიც სამ კვირაზე ოდნავ ნაკლებ დროში ენფილდზე გაიმართება,ლივერპულელ ფეხბურთელებს ნამდვილი ”მონსტრები” დაუპირისპირდება.
|