|
არსენალის ყოფილმა ნახევარმცველმა ედუმ განაცხადა,რომ 2005 წლის შემდეგ შემადგენლობაში ბევრმა ცვლილებამ გამოიწვია უტიტულო სეზონები.თუმცა აქვე აცხადებს,რომ ვენგერი არ უნდა
32 წლის ნახევარმცველი,რომელიც ამჟამად კორინთიანსში ასპერეზობს მეთოფეების შემადგენლობაში 2001-2005 წლებში ასპარეზობდა.ამ ხნის განმავლობაში მან გუნდთან ერთად მოიგო ორჯერ პრემიერლიგა და სამჯერ FA Cup-ი.
ედუმ გუნდი 2005 წელს დატოვა და კარიერა ვალენსიაში განაგრძო.ვალენშიაში ასპარეზობის შემდეგ,2009 წელს იგი ბრაზილიურ კორინთიასში გადავიდა.მისი აზრით არსენალმა მცირე დროში რადიკალურად შეცვალა შემადგენლობა,რაც ტიტულების ფასად დაუჯდა.
”დიახ,მე ვიყავი პირველი ბრაზილიელი ვინც პრემიერლიგა მოიგო.მე ვიყავი პირველი ბრაზილიელი და აქამდე უკანასკნელიც,ასე რომ მე ისტორიაში თავი კარგად ჩავიწერე.მე ვფიქრობ შემადგენლობის სწრაფი და რადიკალური შეცვლის გამო,არსენალმა ვერ მოიგო ტიტულები.
რადიკალური ცვლილებები იყო 2002-2005 წლის შემადგენლობაში.ეს იყო ძალიან ძლიერი შემადგენლობა,მაგრამ ერთბაშად რამოდენიმე ძლიერმა ფეხბურთელმა დატოვა კლუბი,თან მცირე დროში.უფრო ნელი ტემპით უნდა ყოფილიყო ცვლილებები.”
ედუს არ აცდენია კითხვა,რომელსაც ახლა პრესა თითქმის ყველა ყოფილ მეთოფეს უსვამს.მას კითხეს თუ რა ეფექტი მოახდინა ტიტულების არ მოგებაზე იმან,რომ ვენგერი ბევრ ინგლისელს არ ათამაშებს,რაზეც ედუმ უპასუხა:
”არა,ეს არ არის სიმართლე.გაიხსენეტ იყო დრო,როდესაც ”დაუმარცხებლების” თამაშის დროს მოედანზე არ იყო ინგლისელი-ისინი იყვნენ განაცხადში,მაგრამ არ იყვნენ მოედანზე.
არსენს ყოველთვის ქონდა ამის გამო ზეწოლა პრესის მხრიდან,რომლებიც მას ეკითხებოდნენ:”სად არიან ინგლისელი ფეხბურთელები?”მაგრამ ის ალბათ უპასუხებდა:”მე ვარ არსენალი,მე არ ვარ ინგლისი.მე მინდა ის რაც საუკეთესოა არსენალისთვის.თუ დღეს ინგლისს არ აქვს კარგი საფუძველი გამომიზარდოს მე კარგი ფეხბურთელები,მაშინ მე მათ სხვა ქვეყანაში მოვძებნი.”
თუ შენ გუნდში გყავს 15 ინგლისელი,რომლებიც საჭირო ტექნიკურ დონეზე არ არიან და ფიზიკურად ვერ უმკლავდებიან დიდებულ ფეხბურთელებს,მაშინ შენ ასპარეზობას 6-7 ადგილზე დაასრულებ.ჩემი აზრიტ შერწყმა მისასალმებელია.”-განაცხადა ედუმ.
|