|
ლონდონის არსენალის ახალგაზრდა ინგლისელმა მცველმა კილ ბარტლიმ ტრავმა მიიღო.ბარტლის ლავიწის ძვალი აქვს მოტეხილი,თუმცა თავიდან ვარაუდობდნენ რომ ეს უბრალო დაზიანება იყო,რაც სიმართლე არ აღმოჩნდა.იგი ვერ შეძლებს თამაშს უახლოეს მომავალში.
ბარტლიმ გასული სეზონის ბოლოს იჯარით შეფილდ იუინაიტედში ითამაშა,სადაც 12 შეხვედრა ჩაატარა.გადაწყვეტლილი იყო,რომ იგი მთელი სეზონი დარჩებოდა ახალ სეზონში შეფილდში,თუმცა ტრავმის შემდეგ გაურკვეველია რა მოხდება.
კილი იმედოვნებდა,რომ მოხვდებოდა პირველ გუნდში და მოსამზადებელ პერიოდს მათთან ერთად გაივლიდა,მაგრამმან ტრავმა მიიღო რის გამოც იგნასი მიგელმა ითამაშა კიდეც ბარნეტთან.ვარაუდობენ,რომ ბარტლი ვარჯიშს 2-3 თვეში განაახლებს.
|