|
არსენალის 18 წლამდელთა გუნდი დღეს თანაქალაქელ ვესტ ჰემთან დამარცხდა Southend United FC Youth Cup-ის ფინალში,ანგარიშით 2-1.თუმცა შეხვედრას მეთოფეები იგებდნენ კალუმ ვების გოლის წყალობით.ვესტ ჰემმა ანგარიში კუთხურის ჩაწოდების შემდეგ გაათანაბრა,ხოლო შემდეგ სტივენ სმიტის ავტოგოლის წყალობით სულაც დაწინაურდა.ახალგაზრდა მეთოფეები ეცადნენ მატჩის შემოტრიალებას,მაგრამ მათ არაფერი გამოუვიდათ.
გუშინ ტვენტესთან 3-1 ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ,მეთოფეები მატჩს ბრწყინვალე ფორმაში ხვდებოდნენ.ვესტ ჰემმა კი პენალტების სერიაში დაამარცხა საუთენდ იუინაიტედის გუნდი.ასე რომ სტივ ბულდის შეგირდები მატჩის წინ ფავორიტებად ითვლებოდნენ.არსენალის ფეხბურთელები მატჩის პირველივე წუთებიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას,ჯეფერი მონაკანას 10 მეტრის მანძილიდან შეეძლო გოლის გატანა,მაგრამ მან ეს ვერ მოახერხა.
არსენალი ცდილობდა მატჩის მოგებას,მაგრამ ავტოგოლის შემდეგ მათ უკვე ამის ძალა აღარ შესწევდათ,ამიტომ ტიტულის ვესტ ჰემმა მოიგო.
|