|
რუსეთის ეროვნული ნაკრების მეკარემ იგორ აკინფეევმა განაცხადა,რომ იგი მზადაა გადავიდეს პრემიერლიგაში.ანდრეი არსავინთან გასაუბრების შემდეგ მისი რჩეული არსენალია,მაგრამ თუ არსენალში ვერ გადავა,მაშინ იუნაიტედში სურს თამაში.
რუსი მეკარე დარწმუნებულია,რომ თუ კარგი შემოთავაზება იქნება ცესკას ხელმძღვანელობა მას ხელს არ შეუშლის კარიერის წინსვლაში.
”არსენალი და იუნაიტედი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდებია.თუ ორივე მათგანი მეკარის ძებნაში იქნება ამ ზაფხულს ან მომავალ ზაფხულს,მაშინ რათქმაუნდა მე დაინტერესებული ვარ.მე უკვე ველაპარაკე არშავინს არსენალზე და ლონდონურ ცხოვრებაზე.
ანდრეის მხოლოდ კარგი რამ აქვს სათქმელი არსენალზე და ლონდონზე.მან მითხრა რომ მე მსოფლიოს საუკეთესო მეკარე გავხდები და მას უნდა რომ მე ამ მიზანს სწორედ არსენალში მივაღწიო.არსენალი დიდებული კლუბია დიადი მწვრთნელით.
რათქმაუნდა ძალიან დიდი შანსია წელს ედვინ ვან დერ საარის ბოლო სეზონი აღმოჩნდეს იუნაიტედში.იყო მანჩეტერის ნომერ პირველი მეკარე ესეც ძალიან დიდი მიღწევაა.ეს ორი უდიდესი კლუბია მსოფლიოში და იყო მათი ნომერ პირველი მეკარე გარკვეული დროის განმავლობაში,არის წარმატების საწინდარი.
იუვენტუსიც არის ჩემით დაინტერესებული,მაგრამ არშავინმა ინგლისი ისე დამიხასიათა,რომ მე იქ მსურს თამაში.კონტრაქტი 2013 წელს მეწურება,მაგრამ კლუბი პრეზიდენტთან დიდებული ურთიერთობა მაქვს.
თუ კარგი შემოთავაზება იქნება ჩემთვისაც და კლუბისთვისაც,არამგონია ვინმემ ჩემი ტრანსფერი შეაფერხოს. დიდი ხანია უკვე რუსეთში ვთამაშობ და უკვე მზად ვარ ახალი დასაწყისისთვის.”-განაცხადა იგორ აკინფეევმა.
|