Arsenal fan club in Georgia

ავტორიზაცია

სახელი:
პაროლი:

ძებნა

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

ცხრილი

ჩელსი 03 09
არსენალი 03 07
ანჩესტერი 03 07
ვულვზი 03 05
ნიუკასლი 03 04

სტატისტიკა

ეხლა საიტზეა: 23
სტუმრები: 10
მომხმარებლები: 13

armaturshik, almunia, rati14_henry, pires7, fabregas_4_fabregas, kashei, Van_Persie, Clichy, davit_arsenal, Sashka, henry14, Bergkamp_10, toka_chamakh

სტატისტიკა

კოსიელნის ფეხბურთის ფიზიკური მხარე იზიდავს
 
არსენალის ახალწვეულმა განაცხადა,რომ მას ძალიან იზიდავს შეხვედრების ფიზიკური მხარე.არსენ ვენგერიც აგრეთვე აცხადებს,რომ კოსიელნი შესანიშნავად კიტხულობს მატჩს და ბრწყინვალედ თამაშობს მეორე სართულზე.
 
”მე მომწონს ფიზიკური ორთაბრძოლები და ვარ იმ სტილის ფეხბურთელი,რომელსაც შეუძლია სიტუაციების განჭვრეტა.ვფიქრობ მატჩის მსვლელობას კარგად ვკითხულობ და ჩემი ერთ-ერთი სიძლიერეა მეორე სართულზე ორთაბრძოლა.თუმც არსენალში ყოფნა იმას ნიშნავს,რომ მომიწევს ბევრი ვარჯიში,რათა მივაღწიო მაღალ დონეს.
ვიმედოვნებ შევძლებ ვითამაშო და მივცე ყველაფერი არსენალს,რათა მოვიგოთ ორივე შეხვედრა ემირეითსის თასზე.ბედნიერი ვარ რომ ვნახავ გულშემატკივრებს და სტადიონს პირველად,მე ძალიან მოტივირებული და დარწმუნებული ვარ ემირეითსის თასის გათამაშებაზე.ჩვენ ვითამაშებთ ორი დიდი კლუბის,სელტიკის და მილანის წინააღმდეგ და მე მოუთმენლად ველი არსენალის მაისურის მორგებას ემირეითსზე.
ლიონი დიდი ხნის განმავლობაში იყო საფრანგეთის ჩემპიონი და დომინირებდა ქვეყნის ფეხბურთში დიდი ხნის განმავლობაში.ბოლო ორი წლის განმავლობაში არ მოუგიათ საფრანგეთსი ჩემპიონატი,მაგრამ მათ ჯერ კიდევ ყავთ ბევრი სანაკრებო დონის ფეხბურთელი,მაგალითად:ლისანდრო ლოპესი,მიშელ ბასტოსი და ჯიმი ბრაიანდი.
ლიონი უდიდესი კლუბია საფრანგეთში და მათ ყავთ ძლიერი დაცვითი ხაზი,კრისის და სისოკოს სახით.მათ ბევრი ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელი ყავთ და ყველამ ნახა თუ როგორ ითამაშეს მათ გასულ სეზონში ლიგაზე.მარსელთან ერთად ისინი ჩემი აზრით საფრანგეთოს საუკეთესო გუნდი არიან.მათი თამაშის ყურება სასიამოვნოა და მთელი ემირეითსის თასი იქნება ძალიან საინტერესო გულშემატკივრებისთვის.”-განაცხადა ლორენტ კოსიელნიმ.


25.07.2010
   davit davit_arsenal

aba shen ici ise cota gadzliereba unda fizikurad

25.07.2010
   GI POstmodern

davit_arsenal, biggrin

25.07.2010
   Levani LeVkA

eg gaamartlebs mgoniaa biggrin biggrin

25.07.2010
   Shota Gunner11

premierligashia da gadzlierdeba aba ra izams

25.07.2010
   Rati rati14_henry

სგგ მაგარი კაცია რა წესით მართლა ძაან მაგარი მცველი უნდა დადგეს wink wink

26.07.2010
   Akaki akaki-henry-14

fizikurad unda gadzlierdes

27.07.2010
   irakli ikosagna

oa aba eg ar aris medrilinge da

 

Add Your Comment
Name *:
Email:
WWW:
  

Code *:


 
 

ბომბარდირები

უოლკოტი 04
არშავინი 02
დიაბი 01
შამახი 01
ფაბიანსკი 00

გამოკითხვა

თვის საუკეთესო ფეხბურთელი
სულ ხმები: 236

ჩატი

ბანერები