|
როგორც მოგეხსენებათ ახლა მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი 19 წლამდე ფეხბურთელებს შორის.ლონდონის არსენალიდან კი ამ ტურნირზე 3 ფეხბურთელი მონაწილეობს.სუნუ და კოკელენი საფრანგეთის ღირსებას იცავენ,ხოლო ტომ კრუზი ინგლისისას.
ფრანცის კოკელენი და ჯილეს სუნუ :
საფრანგეთის 19 წლამდელთა ნაკრეი ეთამაშებოდა ავსტრიის ნაკრებს,მატჩი ფრანგების გამარჯვებით 5-0 დასრულდა.ორივე მეთოფემ მიიღო ამ მატჩში მონაწილეობა.კოკელენმა მოედანზე 84 წუთი დაჰყო და სწორედ მის ნაცვლად გამოვიდა შემდეგ მოედანზე სუნუ.
საფრანგეთი ახლა ა ჯგუფის ლიდერია,მას შემდეგ რაც ინგლისმა 1-0 წააგო ჰოლანდიელ თანატოლებთან.ინგლისის შემადგენლობაში კი არ უთამაშია კიდევ ერთ მეთოფეს,ტომ კრუზს.
ფრანგებმა ანგარიში უკვე მატჩის 19 წუთზე გახსნეს,თავი ანტონ გრიეზმენმა გამოიჩინა.მეორე ტაიმის დასაწყისში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა ალექსანდრ ლასაზეტემ.გრიეზმანმა 73 წუთზე ავსტრიელთა კარში მესამე გოლი გაიტანა,ხოლო მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე სხვაობა 4 ბურთამდე გაზარდა ენზომ.
80-ე წუთისთვის ფრანგები უკვე 4-0 იგებდნენ და მათ არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდათ.თუმცა მამლები ამით არ დაკმაყოფილდნენ და მატჩის 83 წუთზე ანგარიში 5-0 გახადა ლასაზეტემ.ფრანგები მომავალ შეხვედრას კვირას გამართავენ,მათი მეტოქე კი ინგლისის ნაკრები იქნება.
|