|
არსენ ვენგერმა შეახსენა თავის მეკარეებს,რომ კონკურენცია არის ტოპ კლუბის ცხოვრების ნაწილი.წინა კვირას ვენგერმა განაცხადა,რომ გუნდში ახლა არ არის ნომერ პირველი მეკარე,ამ პოზიციისთვის კი ერთბაშადდ 4 მეკარე იბრძვის:ფაბიანსკი,შესნი,მანონე და ალმუნია.
გავცელებული იყო ინფორმაცია თითქოს არსენი ახალ მეკარეს ეძებდა,თუმცა ვენგერმა არ გაამხილა საიდუმლო და კიდევ ერთხელ უარყო შვარცერის არსენალში გადმოსვლა.
”ოჰ! თქვენ უფრო მეტი იცით ვიდრე მე!”-განაცხადა გუშინ არსენმა.
თუმცა არსენმა განაცხადა,რომ გასული სეზონის ნომერ პირველი მეკარე ალმუნია წელს უკვე მზად უნდა იყოს ძირითადისთვის საბრძოლველად.
”რატომაც არა?ჩვენ იმ დონეზე ვართ,სადაც კონკურენცია ჩვენი სამუშაოს ნაწილია,ჩვენ ამას უნდა დავთანხმდეთ და ასე ცხოვრებას უნდა შევეგუოთ.შენ არ შეგიძლია იყო არსენალის ფეხბურთელი და იყო არასტაბილური,რადგან შენ კონკურენციას გიწევენ სხვა ფეხბურთელები.”-განაცხადა არსენ ვენგერმა.
|