|
არსენ ვენგერის გუნდმა გუშინ მეორე ამხანაგური მატჩი გამართა ავსტრიაში ადგილობრივი შტურმის წინააღმდეგ და იმარჯვა ანგრიშით 3-0.თამაში ტრანსლირდებოდა არსენალის ოფიციალურ საიტზე და უამრავ მაყურებელს შეეძლო თვალი ედევნებინა თავისი საყვარელი გუნდის თამაშისთვის და ხმა მიეცათ გამოკითხვაში, თუ ვინ იყო მატჩის საუკეთესო მოთამაშე.არსენალის ფანების გამოკითხვის შედეგად მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სამირ ნასრი დაასახელეს, რომელმაც ხმების 61% მიიღო. ჯეი-ემანუელ ტომასმა
მეორე ადგილი დაიკავა 11%-ით. მესამე ადგილი კი მარუან შამახმა და ჰავარდ
ნორდვეიტმა გაიყვეს 7-7 %-ით.
სამირ ნასრი 61% ჯეი-ემანუელ ტომასი 11% მარუან შამახი 7% ჰავარდ ნორდვეიტი 7% ჯეკ უილშირი 4% ანდრეი არშავინი 2% ტომაშ როსიცკი 1% ემანუელ ფრიმპონგი 1% თეო უოლკოტი 1% ლორენ კოსიელნი 1% ჰენრი ლანსბერი 1% ვოიცეკლ შესნი 1%
|