ვენგერი: "ჩემი ორმაგი მწუხარება ედუარდოს წასვლაზე"
არსენალის მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ ის უაღრესად დამწუხრებულია იმ ფაქტის გამო, რომ ედუარდომ არსენალი დატოვა და დონეცკს მიაშურა.ედუარდოს ტრანსფერი სამშაბათს განხორციელდა და იგი უკვე დონეცკის შახტარის სრულ უფლებიან წევრად ითვლება.როცა ედუარდო არსენალში გადმოვიდა ის შესანიშნავ ფორმაში იმყოფებოდა და იმ სეზონს ბრწყინვალედ ატარებდა მატჩს არ ტოვებდა გატანილი გოლის გარეშე, მაგრამ მერე მოხდა ის ინციდენტი, რომელიც მთელ მსოფლიოს სამუდამოდ ემახსოვრება.
ბირმინგემი არსენალის მატჩის მეორე ტაიმის დასაწყისში ბირმინგემის მცველმა ტეილორმა ედუარდოს ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველზე უმძიმესი ტრავმა მიაყენა, რომელმც მას მთელი შემდეგი სეზონი გააცდენინა ხოლო დაბრუნბის მერე ის რა თქმა უნდა ვეღარ იყო ის "დუდუ" რომელსაც არსენალის გულშემატკივრები ელოდნენ.
ასე რომ ედუარდომ იპოვა სწორი გამოსავალი და გადავიდა ისეთ კლუბში, რომელიც მუდმივად მონაწილეობს ჩემპიონთა ლიგაზე და ასევე მას იქ ექნება უდიდესი სათამაშო პრაქტიკა, რაც მისთვის ძალიან მნიშვნლოვანია.
"მე მჯერა,რომ ედუარდო თავისი კარიერის იმ სტადიაშია, როდესაც მას მუდმივი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, რასაც მე აქ ვერ დავპირდებოდი. ჩვენ მას წარმატებებს ვუსურვებთ და მისი საუკეთსო თამაშები არსენალის შემადგენლობაში არავის არ დაავიწყდება"-განაცხადა არსენ ვენგერმა.
Eduardo_da_silva, აუ კაი რა ძმა.. არსენალის ფანები ვართ და ყველას გვინახავს ამის თამაში.. კარგი დავუშვათ და ტრავმამდე კარგად თამაშობდა, მერე შენც ხო იცი რომ ვეღარ შვებოდა ვერაფერს, ხოლო ფეხბურთელი ცოდვაა სათამაშო პრაქტიკის გარეშე და გაყიდეს კიდეც