|
არსენ ვენგერს სურს ჯეკ უილშერმა დაამტკიცოს,რომ მას შეუძლია ითამაშოს არსენალის პირველ გუნდში.ჯეკმა არსენალის უკვე ჩატარებულ ორივე ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა და შეიძლება ითქვას მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო ამ მატჩებში.
უილშერს ბევრი ცესკის შემცვლელად მიიჩნევს,როდესაც ეს უკანასკნელი სამშობლოში დაბრუნდება.ბევრი ფიქრობს,რომ არსენი ჯეკს სწორედ ამ მიზნისთვის ამზადებს.ვენგერის აზრით კი უკვე მოვიდა დრო ჯეკმა აჩვენოს არსენალში თუ რა შეუძლია.
”ახლა ამ მომენტში მინდა ჯეკმა გამოცდილება შეიძინოს და თუ შესაძლებელი იქნება მოხდეს ეს არსენალში.მე მას ახლა მივცემ თამაშის შანსს.მინდა ვნახო თუ როგორ შეეწყობა იგი პირველ გუნდს.რათქმაუნდა საბოლოო გადაწყვეტილებას თვის ბოლოს მივიღებ.
რათქმაუნდა უკეთესი იქნება თუ იგი გამოცდილებას სწორედ ჩვენთან ერთად შეიძენს.ჯეკმა კარგად ითამაშა.მინდა არ ატყდეს დიდი ალიაქოთი ნიჭიერი,ახალგაზრდა ინგლისელი ფეხბურთელების შესახებ,რადგან მათ ბევრი უნდა იმუშაონ.ჩვენ კიდევ გვყავს ჩვენ კლუბში რამოდენიმე ნიჭიერი ინგლისელი ფეხბურთელი.”-განაცხადა არსენ ვენგერმა.
|