|
ვოიცეკ შესნის სურს დაამტკიცოს,რომ ვენგერი მართალი იყო და გახდეს არსენალის ნომერ პირველი მეკარე.20 წლის მეკარემ გასული სეზონის ბოლო ნაწილი იჯარით ბრენტფორდში ჩაატარა,სადაც მან ყველა აღაფრთოვანა.
ვენგერმა კი ამის შემდეგ განაცხადა,რომ შესნის შეუძლია გახდეს არსენალის ნომერ პირველი,ვოიცეკს კი არაფერი აქვს ამის საწინააღმდეგო,პირიქით დარწმუნებულია რომ ამას შეძლებს.
”კარგია როცა შენზე კარგს ლაპარაკობენ გულშემატკივრები და მწვრთნელი.ვიმედოვნებ მათ დავუმტკიცებ რა შემიძლია.მე დარწმუნებული ვარ და ვიცოდი როგორც ვთამაშობდი,ასე რომ დიდად არ გამკვირვებია ჩემდამი ქება,რადგან ვფიქრობდი რომ კარგად ვთამაშობდი.”
აგრეთვე შესნი მოხიბლულია ბრენტფორდით და აცხადებს,რომ ეს გუნდი მუდამ დაიკავებს მის გულში ადგილს.
”მე მომწონს კლუბი,მათ მიმართ რაღაცას ვგრძნობ.მე იქ მქონდა ლიგაში დებიუტი და ისინი პირველნი იყვნენ,ვინც ნამდვილად ირწმუნა ჩემში.შეცდომის შემთხვევაშიც მათ ჯეროდათ ჩემი და მათთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს.
მე ჯერ კიდევ მყვას რამოდენიმე კარგი მეგობარი ბრენტფორდში,რაც ძალიან კარგია.მე ვიყავი იქ ჩასული გასულ კვირას.იჯარა იყო საშუალება რითიც მე გამოცდილებას მივიღებდი,რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
მინდოდა გამეგო თუ როგორ თამაშობდნენ ქვედა ლიგებში და ამან კარგად იმოქმედა,რადგან მე რამოდენიმე კარგი მატჩი ჩავატარე.ვიმედოვნებ წელს ვაჩვენებ არსენალში თუ რა ვისწავლე მე ბრენტფორდში გატარებული დროის განმავლობაში.”-განაცხადა ვოიცეკ შესნიმ.
|