|
როგორც იცით დღეს ფრანცის კოკელენმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა,ამის შემდეგ კი მან განაცხადა რომ არსენალი მისი შესაფერისი გუნდია.თუმცა ფრანგ ნახევარმცველს წელს ვერ ვიხილავთ არსენალის მაისურში,რადგან იგი იჯარით ლორიენში ითამაშებს.
თუმცა ფრანცისი დარწმუნებულია,რომ ლორიენში მიღებული გამოცდილებით მას უკვე შეეძლება იბრძოლოს არსენალის პირველ გუნდში მოსახვედრად.
”ბედნიერი ვარ ახალი კონტრაქტის გაფორმებით.მე უკვე გავატარე არსენალში ორი დიდებული წელი,ახლა კი კიდევ გავახანგრძლივე და ვიმედოვნებ ყველაფერი კარგად გაგრძელდება.არსენალი ჩემთვის შესაფერისი კლუბია,რადგან არსენი ენდობა ახალგაზრდებს და მისი დახმარებით ძალიან მალე შევძლებთ მაღალ დონეზე თამაშს.სწორედ ამიტომ გადავედი მე პირველად არსენალში.”
პირველი ექვსი თვე ჩემთვის ძალიან ძნელი იყო,რადგან არ ვიცოდი ინგლისური,მაგრამ ახლა ვისწავლე.ახლა მე მაქვს სახლი ინგლისში,მყავს აქ მეგობრები და თავს კომფორტულად ვგრძნობ.მათ მე ახალი კონტრაქტი შემომთავაზეს,რაც იმის დამადასტურებელი,რომ მე მათ ვჭირდები და ეს ძალიან მსიამოვნებს.სამაგიეროს ამისთვის ბევრი შრომით გადავუხდი.”-განაცხადა ფრანცის კოკელენმა.
|