|
გუშინ არსენალის ახალგაზრდები რომლებსაც ჯერ არ შერულებით 19 წელი ინგლისის რიგით მესამე დივიზიონის კლუბ კროულს ეთამაშნენ.თამაშის პირველი წუთების ისეთი საინტერესო გამოდგა ჩემპიონთა ლიგის ფინალსაც კი დაამშვენებდა.
არსენალმა ამ შეხვედრის განაცხადში 16 ფეხბურთელი შეიყვანა მათგან მხოლოდ სათადარიგო მეკარე შონ მაკდემორტმა არ ითამაშა.მატჩი ჩვენებისთვის არც ისე კარგად დაიწყო.მსაჯის სასტვენის ხმა გაისმა თუ არა მყისვე კროულის ფეხბურთელებმა გოლის გატანა შეძლეს, მაგრამ ამ გოლმა არსენალის ახალგაზრდებზე არ იმოქმედა და მატჩის განახლების თანავე შეტევაში გადავიდნენ და პირველი გოლიდან ზუსტად 3 წუთის შემდეგ არსენალის ახლაგზრდა გარემარბმა რის მორფიმ გოლი შეაგდო და მეოთხე წუთზე ანგარიში უკვე 1-1 იყო.
ამის მერე მატჩი წყნარად მიმდიონრობდა, მაგრამ უცებ არსენალის ჩვეული კონტრშეტევა და ანგარიში 2-1 ხდება და გოლის ავტორი ისევ მორფია. მორფიმ დუბლი შეასრულა რაც ძალზედ კარგია რადგანაც ახლა უკვე მასზე ბევრი გუნდი ნადირობს იმისთვის რომ იჯარით გადაიბიროს.არსენლის ახალგაზრდებმა შეხვედრის პირველი ნახევარი ამავე ანგარიშით დაასრულეს,მაგრამ მათ დაეტყოთ, რომ გამოუცდელები არიან და მეორე ტაიმის მე-7 წუთზე კროულმა ანგარიში გაათანაბრა.
ამის შემდეგ ორივე გუნდი წყნარად ათამაშებდა ბურთს და საგოლე მომენტებამდე საქმე ფაქტიურად არ მიდიოდა ამიტომ ეს მატჩი ალბათ კანონზომიერად ფრედ დასრულდა.
რაც შეეხება არსენალის შემადგენლობას.კარში არსენალს ჯეიმს შეა ედგა. ეს გოლკიპერი ინგლისის მომავალია და არსენალმაც ის შეიძინა ამ წლის დასაწყისში.მან ამ თამაშში მშვენივრად ითამაშა და არც ერთი გოლი მისი ბრალი არ იყო.დაცვას რაც შეეხება.ცენტრში დენის ბოატენგი და სედრიკ ევინა თამაშობდნენ,მარჯვნივ გუნდის კაპიტანი და ალბათ ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი გევინ ჰოიტი.
ხოლო მარცხნივ კი იგნასი მიქუელი.ეს მისთვის პირველი შეხვედრა იყო და ერთი გოლი მისი დამსახურებაა,რომ არსენალმა გაუშვა.ნახევარდაცვაში სამი კაცი მოქმედებდა:მარკ რანდალი, ნასერ ბარაზიტი და ოგუზან ოზიაკუპი.შეტევას რაც შეეხება მარჯვნიდან რის მორფი უტევდა, ცენტრიდან სანჩეს უოტი ხოლო მარცხნიდან კი ჯეი სიმპსონი. ამ შეხვედრაში არსენალის ახლგაზრდული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლაიამ ბრეიდიმ 4 ცვლილება გააკეთა და შესაბამისად: ბოატენგის, რანდალის, ოზიაკუპიუს და მორფის ნაცვლად: ანეკე, მეიდი, ანგა და აფობე შემოიყვანა.
|