კომპანია ადიდასმა, ემილიო ბუტრაგენიოსა და ფერნანდო იეროს დახმარებით, ჩემპიონთა ლიგის 09/10 წლის გათამაშების ფინალის ბურთი წარადგინა. სწორედ ამ ბურთით ითამაშებენ 22 მაისს სანტიაგო ბერნაბეუზე.
Finale Madrid - მეათე ბურთია, რომელიც წარმოდგენილი იქნება ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩების დროს. ბურთის დიზაინში შეკრებილია ბოლო 10 ფინალის დეტალები.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რომლამდეც დაახლოებით ორ თვე ნახევარი დარჩა, პირველად ლიგის ისტორიაში შაბათ დღეს გაიმართება.