პარლო: "არსენალს შეუძლია ლიგის და პრემიერლიგის მოგება"
არსენალის ლეგენდამ როი პარლომ განაცხადა,რომ არსენალს შეუძლია ლიგის და პრემიერლიგის მოგება.გუშინ არსენალმა უბრალოდ გაანადგურა პორტო და პარლოს აზრით ეს იმის ნიშანია,რომ ემირეითსზე თავდაჯერებულობა იზრდება.
"ახლა ყველაფერი მათ რწმენაზეა დამოკიდებული,მათ ასე უნდა გააგრძელონ თამაში.რა ფორმაშიც ახლა ისინი არიან ჩემი აზრით შეუძლიათ ძალიან ბევრი შეხვედრის მოგება.მათი თავდაჯერებულობა იზრდება სეზონის გადამწყვეტ სტადიაში.
ახლა ლიგაზე არ არის სუსტი გუნდი დარჩენილი,რომელზეც შეიძლება იფიქრო რომ ადვილად დაამარცხებ.ჩვენ ცოტა იღბალიც გვჭირდება თუ ვაპირებთ ლიგის მოგებას.ზოგჯერ მსაჯის დახმარებაც გჭირდება.მაგრამ მე დარწმუნებული ვარ არსენალის ფეხბურთელებს შეუძლიათ ამის გაკეთება."–განაცხადა როი პარლომ.