არსენალის მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა მისი გუნდის ერთ-ერთ ლიდერზე, სამირ ნასრიზე ისაუბრა. ვენგერი გაკვირვებული იყო ნასრის მიერ გატანილი გოლით. მან რამოდენიმე მოწინააღმდეგე მოატყუა და ბურთი კარში გადაგზავნა. ” მე ვთვლი რომ სამირ ნასრი შესანიშნავად პროგრესირებს. ეს მან გუშინდელ შეხვედრაშიც დაამტკიცა, დაამტკიცა ასევე ვარჯიშებზეც და მე დარწმუნებული ვიყავი რომ მისი ოსტატობა ოფიციალურ შეხვედრებშიც გამოჟღავნდებოდა. ის არაჩვეულებრივ ტალანტს ფლობს, რაც გუშინაც გვაჩვენა. ასევე მან გადახედა შაბათს გამართულ შეხვედრაში მისი თამაშის დონეს. სამირმა ძალიან ეფექტურად დაიწყო თამაში”