არსენალის განაპირა მცველი ბაკარი სანია აცხადებს რომ არსენალს სასურველი შედეგის მიღწევა სესკ ფაბრეგასის გარეშეც შეუძლია. ” ჩვენ მძიმე დავალებას გავართვით თავი, ჩვენ უნდა გაგვემარჯვა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად.თუმცა გუნდმა მოახერხა სწრაფი გოლის გატანა, რის შემდეგაც საქმე გაგვიადვილდა. ჩვენ ვაგრძელებდით მომენტების შექმნას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ფაბრეგასის არყოფნა? პირველ რიგში ჩვენ ძლიერები ვართ გუნდური თამაშით. არსენალი არ არის დამოკიდებული ერთ ფეხბურთელზე, მიუხედავად იმისა რომ ფაბრეგასი ძალიან ნიჭიერია. ჩვენს გუნდში 25 შემსრულებელია და ჩვენ გუნდურ ფეხბურთს ვთამაშობთ” - აცხადებს სანია