ბარნლისთან 3-ე გატანილი გოლის ავტორმა ანდრეი არშავინმა ჟურნალისტების მიერ გაკრიტიკებული თანაგუნდელი ნიკლას ბენდტნერი დაიცვა:"მართალია ნიკლასმა დღეს არაერთი ხელსაყრელი მომენტი გააფუჭა,მაგრამ არის თამაშები სადაც ფეხბურთელს ფატალურად არ გიმართლებს და სადაც ბურთს არ სურს,რომ კარში სწორედ შენი დარტყმის შემდეგ შევიდეს.მაგრამ კარგია.ნიკლასმა ბარნლის არ გაუტანა და თავისი გოლი პორტუს შემოუნახა სადაც მისი გოლი უფრო ძვირად ფასობს." განაცხადა ნახევრად ხუმრობით,ანდრეი არშავინმა.