
ბარნლის თავდამსხმელმა დევიდ ნიუჯენტმა კომენტარი გაუკეთა ვენგერის განცხადებას, სადაც მან თქვა რომ სიმკაცრისა და უხეშობის მხრივ მის ფეხბურთელებზე ნამდვილი ნადირობა მიმდინარეობს
” ფეხბურთი გოგოების თამაში არ არის. მოჩეხვები მისი შეუცვლელი ნაწილია. არამგონია რომ რაიან შოუკროსს განზრახ უნდოდა რემსისთვის ფეხი მოეტეხა,თუმცა თუ მოჩეხვის საშუალებით შესაძლებელია ბურთის ართმევა, უნდა წახვიდე მასზე და მოიგო ორთაბრძოლა.
ვიცით რომ არსენალს უყვარს ბურთის ფლობა და მისი კონტროლირება, ამიტომ პრესინგზე უნდა წავსულიყავით. მათთან შეხვედრაში ჩვენ ვერიდებოდით უხეში ჩაჩეხვების განხორციელებას”