ტეო უოლკოტმა მის მიერ გატანილი გოლის უცნაური აღნიშვნის მიზეზებზე ისაუბრა. მას შემდეგ რაც მან გოლი გაიტანა იგი სათადარიგოთა სკამისკენ გაიქცა და თან საათზე მიუთითებდა. ” მე ავტობუსზე დავაგვიანე და იძულებული ვიყავი სასტუმროში გუნდის შეკრებაზე მანქანით მივსულიყავი. ამიტომაც ვაჩვენებდი საათს. გუნდის მენეჯერი პოლ ჯონსონი მანქანაში მიცდიდა. ამიტომაც გავიქეცი მე მისკენ, მე ხომ მას რამოდენიმე დრო წავართვი. ალბათ დამაჯარიმებენ დაგვიანების გამო, თუმცა მე მზად ვარ ამისთვის. მე არ დავაგვიანებდი საცობში რომ არ მოვხვედრილიყავი. შესაძლოა ჩემი დაგვიანება დაივიწყონ კიდეც” - განაცხადა ტეომ