|
არსენალის ლეგენდამ ტიერი ანრიმ განაცხადა,რომ არსენალს შეუძლია ტიტულისთვის ბრძოლაში დაამარცხოს ჩელსი და იუნაიტედი პერსის გარეშეც.აგრეთვე თქვა,რომ ვენგერის გუნდი კიდევ უფრო კარგ პოზიციაში იქნებოდა რომ არა პერსის ტრავმა.
"გულახდილად გეტყვით,მე ვფიქრობ არსენალს შეუძლია ტიტულის მოგება და ამას ვფიქრობდი სეზონის დასაწყისშიც.ვიცი უკეთეს პოზიციაში იქნებოდნენ,რომ ყოლოდათ თავდამსხმელი,რომელიც შეძლებდა 20 ან მეტი გოლის გატანას.პერსის რომ ტრავმა არ მიღო ვინ იცის რა მოხდებოდა?შენ იცი რომ პერსის ყოლა გუნდში დამატებითი 6–7 ქულაა.
თუ არსენი წელს თავის გუნდს მოაგებინებს ტიტულს ასეთი ახალგაზრდული შემადგენლობით,ეს იქნება შესანიშნავი,მას შემდეგ რაც იგი სერიოზულად გააკრიტიკეს სეზონის დასაწყისში,როდესაც თქვა რომ მის გუნდს შეუძლია ტიტულის მოგება.
იგი ბევრჯერ გააკრიტიკეს მას შემდეგ რაც მან თქვარომ არსენალს შეუძლია ტიტულის მოგება–და ვინ იცინის ახლა?არსენს უნდოდა ყველაფერი ისე ყოფილიყო როგორც მას სურდა და შედეგებმა აჩვენა რომ იგი არ ცდებოდა.ვიცი ბევრი აკრიტიკებს მათ ტიტულების არ მოგების გამო,მაგრამ ყოველ სეზონში ისინი ძალიან ახლოს არიან ტიტულთან." ბოლოს ანრიმ არსენალის შანსებზეც ისაუბრა ჩემპიონთა ლიგაზე პორტოსთას შეხვედრაში:
"მათ ყველაფერი აქვთ იმისთვის რათა გავიდნენ შემდეგ ეტაპზე.მე ყველა გუნდს დიდ პატივს ვცემ,მაგრამ ვხედავ არსენალი ძალიან ძლიერია პორტოსთვის."–განაცხადა ტიერი ანრიმ.
|