|
დავუკვირდი რა, რომ ჩვენს საიტზე ამ ტიპის სიახლე, რომელსაც ახლა ვწერ, ჯერ არავის გამოუქვეყნებია, გადავწყვიტე "გამბედაობა" მეყოს და რიგითი "ნიუსის" ნაცვლად, ეს სტატია დავდო
P.S. სტატიის წაკითხვის გარეშე, – "საღოლ კაი ნიუსიას" და ასე შემდეგ კომენტარებს ნუ ჩამოამწკრივებთ, უბრალოდ წაიკითხეთ და ისიამოვნეთ.
1886 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, როცა "არცთუ ისე მაღალი ფენის" წარმომადგენელი შოტლანდიელების მიერ, არსენალი დაარსდა, დღემდე ამ გუნდმა უამრავი ისეთი რამ შექმნა, რაც არც ერთი სხვა გუნდის ისტორიაში არ ყოფილა.
თუნდაც ის რად ღირს, რომ "ზოგიერთებისგან" განსხვავებით გუნდი ფუფუნებაში კიარა, ნაცნობობით მოძიებული სახსრებით ჩამოყალიბდა, ჩვენებურად რომ ვთქვათ ქუჩის დონეზე და მთელი ისტორიის მანძილზე, მოახერხა გამხდარიყო ერთადერთი გუნდი, რომელიც ინგლისის უმაღლესი საფეხბურთო ელიტიდან არასოდეს გავარდნილა.
აქვე შესაფერისი მომენტია და ისიც ვთქვათ, რომ თუკი "პრემიერლიგა" არსებულ ჩემპიონატებს შორის საუკეთესოა, მაშინ არსებულ საფეხბურთო ქალაქებს შორის, ლონდონი დედაქალაქია, რადგან აქ არც მეტი არც ნაკლები 11 საფეხბურთო კლუბი ბინადრობს. ხოლო მეთოფეები, თავიანთ ჩრდილოეთში ერთადერთ მოდავე მამლებს, პირველი დღიდან მოყოლებული სულ ზარბაზნის ხმაზე აცეკვებენ და თუ ჩრდილოეთს გავცდებით და მთელ ქალაქსაც გადავხედავთ, სრულიად ინგლისში კარგად ნაცნობ ფრაზას – "Gunners, Kings of London" წავაწყდებით. მაშ უხეშად რომ ვთქვათ "შოტლანდიელი მუშების" მიერ დაარსებულმა გუნდმა, თავისი ისტორიის განმავლობაში მსოფლიოს საფეხბურთო დედაქალაქის მეფობამდე მიაღწია.
გავაგრძელოთ და ამჯერად აღვნიშნოთ ის, რაც შეიძლება ფეხბურთის ბევრმა გულშემატკივარმაც არ იცოდეს. 1934 წლის 14 ნოემბერს, როდესაც "ჰაიბერიზე" ინგლისის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონ იტალიას დაუპირისპირდა ამხანაგურ მატჩში და 3–2 დაამარცხა, ინგლისელთა ძირითადი 11–ეულიდან, 7 მეთოფე იყო. ეს მოვლენა კი, რომელიც "The Battle of Highbury (რადგან ამხანაგური მატჩის კვალობაზე, მეტისმეტად უხეში და ტრავმიანი გამოდგა. იმ დროს კი შეცვლები ჯერ კიდევ არ არსებობდა.)"–ის სახელით წოდებულ მატჩში მოხდა, დღემდე განუმეორებელი რეკორდია.
აქ კი ცოტა მოგვიანებით, რაკი შინაარსმა მოითხოვა, ცოტა რამ სახელის შესახებაც აღვნიშნოთ. "Arsenal" – "არსენალი", "Gunners" – "მეთოფეები" და "Cannoneers" – "მეზარბაზნეები". როგორც ხედავთ, სამივე სახელწოდება სამხედრო შინაარსისაა და სწორედ დამაარსებელი შოტლანდიელების საქმიანობიდან გამომდინარეობს. ამ დროს კი შეგვიძლია გადავხედოთ სხვა ბრიტანულ გუნდებს, სადაც იოლად შევამჩნევთ მათი დამაარსებლების უდავო ნიჭს ნათლიობაში, არქმევდნენ რა ყველაფერს ან "United"–ს, ან "City"–ის, ან თავად ქალაქის, ან თავად ამ ქალაქის იმ უბნის სახელს, რომელსაც თვითონ წარმოადგენდნენ.
თავად სახელზე კი ამდენი იმიტომ ვილაპარაკე, რომ ჩვენი საყვარელი გუნდის სამხედრო სახელწოდება, უბრალო ბაქიაობა კი არა, როგორც ეს სხვებს ჩვევიათ, ფეხბურთისთვის ყველაზე რთულ პერიოდებში, სახელისადმი მოხდილი ვალი და გამართლებული გამოსვლაა. აქ პირველი და მეორე მსოფლიო ომების პერიოდები იგულისხმება, როდესაც არსენალი რეგიონალურ ლიგებში იღებდა მონაწილეობას და უამრავი გუნდისგან განსხვავებით, ასპარეზობა არასდროს შეუწყვეტია. გარდა ამისა, არსენალი ერთადერთი გუნდია, რომელსაც პირველ და მეორე მსოფლიო ომებშიც, საკუთარი ფეხბურთელები ჰყავდა გაგზავნილი, სანაცვლოდ კი არაპროფესიონალ, "უბნის ბიჭებს" იმატებდნენ დანაკლისის შესავსებად.
თავის მხრივ მეომარ ფეხბურთელებს არც "ჰაიბერი" ჩამორჩა და გარკვეული დროით საავიაციო ობიექტად იქნა გარდაქმნილი. რის გამოც 1941 წელს ბომბითაც დაჯილდოვდა და რის გამოც ომის დამთავრების შემდეგ, მხოლოდ არსენალი აღმოჩნდა ისეთი გუნდი, რომელსაც საკუთარ სტადიონზე ასპარეზობის განახლების ნაცვლად, მისი რემონტი დასჭირდა.
"UNBEATEN 49" - როდესაც 2003 წლის მაისიდან მოყოლებული, 2004 წლის ოქტომბრამდე, არსენალმა დაუმარცხებლად 49 მატჩი ჩაატარა და ამით ყველა რეკორდი მოხსნა. მათ შორის "პრესტონის" 19–ე საუკუნეში ჩადენილი გმირობა – წაგების გარეშე გამხდარიყვნენ ჩემპიონები და "ნოტინგემ ფორესტის" 42 მატჩიანი წაუგებელი სერია, რომელიც 26 წლის მანძილზე ლიდერობდა. ეს იყო მანამდე წარმოუდგენელი რამ საფეხბურთო სამყაროსთვის, მას შემდეგ კი გახდა დაუვიწყარი.
ბოლოს კი შეუძლებელია არ ვთქვათ ის, რითაც არსენალის საფეხბურთო სული ყველა სხვა გუნდისგან გამორჩეულია. სტადიონს ადრე თუ გვიან, საკმაოდ ბევრი გუნდი იცვლის შესაბამისი მიზეზების გამო, მეთოფეების შემთხვევაში კი "ჰაიბერიდან" "ემირეითსზე" გადანაცვლება გამორჩეული იყო. საქმე იმაშია, რომ როცა უდიდესი კლუბებიც იცვლიან სტადიონს, ისინიც კი დებენ პროექტში ძველი სტადიონის დემონტაჟს. ამის უამრავი მაგალითი არსებობს – თუნდაც ლივერპულელთა "ენფილდი". არსენალის ძველი სახლი კი არათუ დემონტაჟის, არამედ სრულიად ახალი პროექტისთვის იყო გამიზნული, რათა მისი წილი გუნდის ისტორიაში დაუვიწყარი გამხდარიყო. დღეს ამ პროექტს "Highbury Square" ქვია და იგი არსენალის ფანების საცხოვრებელ აპარტამენტებად არის მოწყობილი, შემონახულია რა მასში ყველა ის ისტორია, რომლის მონაწილეც "ჰაიბერი" გახლდათ.
ხოლო "ემირეითსზე" უკვე წელს ხორციელდება პროექტი, სახელწოდებით "Armoury Square". სადაც უდიდეს ფართობზე განთავსდება სხვადასხვა ზომის სტანდარტების მქონე ქვები, რომლების წინასწარ შეკვეთაც, არსენალის ნებისმიერ ფანს შეეძლება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, "ემირეითსზე" საკუთარი სახელის უკვდავსაყოფად. საამისოდ ვადა კი 2010 წლის გაზაფხულამდეა. "Armoury Square"-ს მსოფლიოში ანალოგი არ ჰყავს და ამით ნათლად არის ხაზგასმული, მეთოფეების განსაკუთრებული მიდგომა საკუთარი ფანების მიმართ.
ამდენ წერაში 1886–დან 2010–მდეც მოვედი, თანაც ისე, რომ ერთი ტიტულიც არ დამისახელებია ღირშესანიშნაობად. ნეტავ რა აქვთ დანარჩენებს? – არამგონია მეათედი მაინც გააჩნდეთ იმისა, რაც ჩვენს საყვარელ კლუბს აქვს ტიტულების გარეშე. მითუმეტეს რომ ტიტულების ნაკლებობასაც არ განვიცდით.
იმედია მოგეწონათ სიახლე და იმედია მოგეწონებათ ისიც, რისი წარმოდგენის ხათრითაც ამდენი ვწერე.
ვართ რა მსოფლიოში ყველაზე მაგარი გუნდის (და ეს ტიტულების გარეშე, სტატიიდანაც ჩანს) ქართული ფანკლუბი:
GIF Format 
JPEG Format 
PNG Format 
|