არსენალის გულშემატკივრებმა ტომაშ როსიცკის გოლი ბოლტონის წინააღმდეგ თვის საუკეთესო გოლად აღიარეს. ჩეხმა ნახევარმცველმა შესანიშნავი გოლი გაიტანა ბოლტონის წინააღმდეგ 20 იანვარს. მეორე ადგილი ტომას ვერმაელენს ერგო, ეს გოლი კი არის მანჩესტერის კარში გატანილი 31 იანვარს. რაც შეეხება მესამე ადგილს იგი სესკ ფაბრეგასის მიერ ბოლტონის კარში გატანილ გოლს ერგო
როსიცკი (ბოლტონთან) - 26% ვერმაელენი (მანჩესტერთან) - 20% ფაბრეგასი (ბოლტონთან) - 15% არშავინი (ბოლტონთან) - 10% სხვა გოლი - 29%