არსენ ვენგერმა ლონდონური დერბის წინ ყურადღება მეკარის პოზიციაზე გაამახვილა. ” ევროპაში სადაც არ უნდა გაიხედო, მეკარეობა ყველგან ყველაზე რთული საფეხბურთო ამპლუაა. ინგლისში ეს კიდევ უფრო ძნელია. მის თამაშს ყოველთვის ნეგატიური მხრიდან უყურებენ. ფროვარდმა შესაძლოა ორი მომენტი ხელიდან გაუშვას და ორიც გაიტანოს, ამის შემდეგ ის გმირი ხდება. მეკარე კი, რომელიც ფანტასტიურ მატჩს ჩაატარებს და ერთ შეცდომას დაუშვებს ქვეყნის მტერია. მე ვფიქრობ რომ ალმუნია ბევრს ნერვიულობს, ზედმეტადაც კი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვან შეხვედრებში მჟღავნდება. მეკარეები ყოველთვის პრესის ყურადღების ქვეშაა იმის შიშით რომ შეცდომა არ დაუშვან, რომელიც შემდეგ გუნდზე დიდად მოქმედებს. იგივე შეცდომები მცველებსაც მოსდით,რომელიც შემდეგ მთელ გუნდზე გადადის. თუ მცველი ბურთს ტრიბუნებზე გადააგდებს მაშინ მათთან ერთად ნახევარდაცვაც იწყებს ნერვიულობას”.