
დღეს "goonernews.com"-მა ძალიან საფეხბურთო ექსპერტთა ძალიან საინტერესო მოსაზრებები გაავრცელა.ერთ-ერთი კი "არსენალის" ესპანელ კაპიტანს და უდაო ლიდერს,სესკ ფაბრეგასს ეხება.ფეხბურთის ერთ-ერთმა სპეციალისტმა აქო და ადიდა ფაბრეგასი:"სესკი ძალიან კარგი ფეხბურთელია.ჩემი საუბარი მისი ნიჭის შესახებ უბრალოდ ზედმეტი იქნება და მეტი არაფერი.ის უდაოდ "არსენალის" ერთპიროვნული ლიდერია.ბუნებრივია,ის,რომ ისეთი უნიკალური და შესანიშნავი ფეხბურთელით ინტერესს იჩენენ ისეთი გრანდები,როგორებიც კატალონიის "ბარსელონა" და მადრიდის "რეალია." მრავალჯერ გაისმა სატრანსფერო ჭორები მის შესაძლო ტრანსფერზე,და არც ეხლა არ წყდება ეს ხმები.მე მჯერა სესკის,მჯერა იმის,რომ ის თავის მომავალს "არსენალს" უკავშირებს და მჯერა იმის რაც მან თავისი გოლის აღნიშვნით ფანებს დაანახა."არსენალის" ფანები არაერთხელ გააღიზიანა და დააღონა მისი "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლის ჭორებმა და მათ კიდევ არაერთხელ მოუწევთ ამის გაგონება,მაგრამ მე ამის მაინც არ მჯერა.მჯერა,რომ სესკი "არსენალში" დარჩება და უფრო მეტიც.ვიგაცამ შეიძლება გიჟად ჩამთვალოს,მაგრამ მჯერა,რომ სესკი იქამდეც შეიძლება დარჩეს სანამ "არსენალის" სათავეში არსენ ვენგერი იქნება.არ მიკვირს ის,რომ სესკი 22 წლის ასაკში "არსენალის" კაპიტანია.მიუხედავად ასაკისა ის მაინც სრუფასოვანი ლიდერია "მეთოფეთა" გუნდის.შეხედეთ,რა ქნა სესკმა "ბლექბერნთან." 4 შესანიშნავი საგოლე პასი და მის მიერვე შესანიშნავად გატანილი გოლი "ბლექბერნ როვერსის" კარში.შეიძლება ითქვას,რომ ეს მის კარიერაში საუკეთესო თუ არა ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო.იმ თამაშში ჩვენ სესკის სახით ვხედავდით "არსენალის" ნახევარდაცვის ნამდვილ ვირტუოზს და "მეთოფეთა" შეტევების მთავარი წარმართველი,სწორედ ესპანელი მაესტრო გახლდათ.მე სესკ ფაბრეგას მივიჩნევ მეფედ ლონდონური კლუბის. დიახაც,ფაბრეგასი მეფეა იმ "სახელმწიფოსი",რომელსაც "არსენალი" ქვია და იმედია,რომ სესკი იქ კიდევ დიდხანს იქნება." განაცხადა ფეხბურთის ერთ-ერთმა ექსპერტმა.
|