მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი იმედოვნებს,რომ ლონდონის არსენალი მომავალ წელს უფრო ძლიერი იქნება ვიდრე შარშან და იბრძოლებს ჩემპიონობისთვის. მეთოფეებმა შარშანდელი სეზონი 4–ე ადგილზე დაასრულეს და 18 ქულით ჩამორჩნენ წითელ ეშმაკებს.არსენ ვენგერის გუნდმა ემანუელ ადებაიორი და კოლო ტურე ორივე სიტის მიყიდა და შეიძლება სწორედ სიტიმ იბრძოლოს წელს დიდი ოთხეულისთვის. მიუხედავად დანაკარგებისა ფერგიუსონი ირწმუნება,თუ არსენალს წელს ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი არ ეყოლება ისინი საოცარ სეზონს ჩაატარებენ და შეიძლება დიდი ოთხეულის თავშიც კი დაასრულონ სეზონი. "თუ არსენალს არ ეყოლება ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი ისინი საოცარ სზონს ჩაატარებენ.ცესკ ფაბრეგასი იყო არსენალის "არქიტექტორი" ბოლო 3–4 წლის განმავლობაში.მე ვფიქრობ ისინი შარშანდელზე უფრო ძლიერები იქნებიან."–განაცხადა სერ ალექს ფერგიუსონმა the News of the World–თან ინტერვიუში. არსენალი სეზონს მომავალ კვირას გახსნის თან ძაან რთული გასვლითი მატჩი ელის ევერტონთან.ამის შემდეგ მეთოფეები შინ მასპინძლობენ პორტსმუტს,ხოლო შემდეგ ორი გასვლითი შეხვედრა აქვთ,იუნაიტედთან და სიტისთან. სანამ მეთოფეები მანჩესტერს ესტუმრებიან მანამდე,ჩასატარებელი აქვთ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე სტადიაზე ორი მატჩი სელტიკთან.სელტიკთან მატჩები განაპირობებს,მოხვდება თუ არა ელიტური ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე არსენალი.
adebaiori mainc ar unda gaeyida ra da saertod vengeris satranspero politika arasdros momwonda ra iset fegburtelebs yidis romlebic gundis wamyvanebi ari ra
0
gaixaret dzmebo jigrebi xart arsenali da MU megobari klubebi arian da iqnebian sanam fergi da vengeri ese idzmakaceben