ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ განაცხადა,რომ არსენალის თინეიჯერმა ვარსკვლავმა ჯეკ ვილშერმა შეიძლება ითამაშოს მომავალ წელს მსოფლიო ჩემპიონატზე,რომელიც გაიმართება სამხრეთ აფრიკაში. 17 წლის ფეხბურთელმა შესანიშნავად ითამაშა არსენალის შემადგენლობაში ამხანაგურ შეხვედრებში.იგი გახდა Emirates Cup–ის საუკეთესო ფეხბურთელი,რომელიც მოიგო მეთოფეებმა რეინჯერსისა და ატლეტიკოს დამარცხების შემდეგ. ვილშერმა დუბლი შეასრულა რეინჯერსთან,ამ შეხვედრას კი ესწრებოდა ფაბიო კაპელო. ფაბიო კაპელომ ჯეკი არ გამოიძახა ამხანაგურ შეხვედრაში და განაცხადა,რომ იგი დაკვირდება ვილშერის პროგრესირებას და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტს წაიყვანოს თუ არა იგი სამხრეთ აფრიკაში. "9 თვის განმავლობაში გადავწყვეტ,წავიყვანო თუ არა იგი სამხრეთ აფრიკაში.ძალიან ბევრი დამოკიდებულია იმაზე,ათამაშებს თუ არა ვენგერი მას არსენალის შემადგენლობაში.მან მე გამაოცა თავისი თამაშით Emirates Cup–ზე.შარშან მე მისი ორი მატჩი ვნახე და მას შემდეგ ბევრი რამ დაამტკიცა."–განაცხადა კაპელომ the News of theWorld–თან ინტერვიუში. იტალიელმა სპეციალისტმა აგრეთვე ისაუბრა იმ მონაცემებზე,რომლის მეშვეობითაც ვილშერი გახდება მსოფლიო დონის ვარსკვლავი. "მას შეუძლია გოლების გატანა,თამაშობს შიშის გარეშე და დარწმუნებულია საკუთარ თავში.მისი გუნდი ყოველთვის ცდილობს მისცეს მას პასი.ეს არ არის ნორმალური ასეთი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის."