|
არსენალმა დაადასურა ინფორმაცია რომ, მომდევნო სეზონს ნორვეგიელი ახალგაზრდა მცველი ჰოვარდ ნორდვეიტი არენდის სახით ჩაატარებს ბუნდესლიგაში.
როგორც კი არსენალში გადავიდა ჰოვარდი ''ოდდ გრენლანდ''-დან მალევე თავის კარგი თამაშით რეზერვში მიიქცია ყურადღება და გახდა კაპიტანი. შარშანდელი სეზონი მან არენდით ჯერ ესპანეთში გაატარა შემდეგ კი მშობლიურ ნორვეგიაში. ვენგერმა ამჯერადაც გადაწყვიტა მისი განათხოვრება. გასულ წელს მის არყოფნაში რეზერვს ჯეი-ემანუელ ტომასი კაპიტნობდა.
შეგახსენებთ რომ, ნორჩმა ტალანტმა გასული წელი ჯერ სალამანკაში გაატარა, რომელიც სეგუნდა დივიზიონში გამოდიოდა. მას ხშირად აძლევდნენ თამაშის უფლებას ცენტრალურ ნახევარმცველად. იანვარში ის დაბრუნდა ლონდონში სადაც მოასწრო 3 თამაში ჩაეტარებინა რეზერვში შემდეგ კი ისევ გაანათხოვრეს ნორვეგიულ ტეპელიგეანუში.
|