რამდენიმე დღის წინ "მილანმა" ლონდონელებს ფაბრეგასის სანაცვლოდ 30 მილიონი ფუნტი შესთავაზა, მაგრამ "არსენალის" ბოსმა პიტერ ჰილ-ვუდმა უარყო ხმები ფაბრეგასის წასვლასთან დაკავშირებით . "არანაირი აზრი არ აქვს მოლაპარაკებების დაწყებას ფაბრეგასის ტრანსფერთან დაკავშირებით ის რჩება "არსენალში", სესკ ფაბრეგასი ბედნიერია ჩვენს კლუბში და არ გეგმავს მის დატოვებას. დადის ხმები იმის თაობაზე რომ ჩვენ ძალიან დავსუსტდით ამ სატრანსფერო პერიოდში, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეეფერება რადგან ჩვენ გვყავს ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა, რომლებიც თავის შესაძლებლობებს მშვენივრად წარმოაჩენენ." განაცხადა ჰილ-ვუდმა Sky Sports-თან ინტერვიუში.