|
იმ 19 ფეხბურთელიდან რომელიც ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრების მწვრთნელმა სწუარტ პირსმა გამოიძახა არ აღმოჩნდა ლონდონის არსენალის ამომავალი ვარსკვლავი ჯეკ უილშერი. 17 წლის ვილშერმა გასულ კვირას დუბლი შეუსრულა გლაზგო რეინჯერსს მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი რომ იგი 19 წლამდელთა ნაკრებში გამოეძახებინათ.
იმ ფეხბურთელებიდან რომლებიც პირსმა გამოიძახა 9 არის მონაწილე ახლახან დასრულებული ჩემპიონატისა რომელიც ინგლისელებმა დათმეს გერმანელებთან. დანარჩენები კი დებიუტანტები არიან.
21 წლისების გუნდში გამოძახება ეს არის დიდი ნაბიჯი მთავარ გუნდში მოსახვედრად. ეს ჯილდო წლეულს დანიელ სტარიჯმა, (ჩელსი) მაიკლ მანსიენმა, (ჩელსი) და ფაბიენ დელფმა (ასტონ ვილა) მიიღეს.
''ძალზედ გულდაწყვეტილი ვარ, მეგონა მწვრთნელი მიხმობდა გუნდში მაგრამ რას ვიზავთ, გავაგრძელებ ვარჯიშს და დავანახებ ყველას რომ ვიმსახურებ ნაკრებში თამაშს'' განაცხადა უილშერმა
|