დღეს იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ არსენ ვენგერს ემანუელ ადებაიორის შემცვლელად რომის ”ლაციოს” მაკედონიელი თავდასხმელი გორან პანდევი ჰყავს შეგულებული. 25 წლის თავდასხმელს რომაელებთან კონტრაქტი მომავალ წელს ეწურება, მან კი უარი განაცხადა მის გახანგრძლივებაზე. ფეხბურთელის სავარაუდო ღირებულება 19 მილიონი ევროა. ”ლაციომ” უარით გაისტუმრა თავდაპირველად ”ნაპოლი”, ხოლო შემდეგ ”ზენიტიც” ზედ მიაყოლა, თუმცა მზად არიან ”მეთოფეებთან” მოლაპარაკებების დასაწყებათ.