წამყვანმა საბუკმეკერო კანტორებმა 2009/2010 სეზონში გასამართ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულზე ფსონების მიღება დაიწყეს. ბუკმეკერების ფავორიტი ”მხარჯველი” მადრიდის ”რეალი” აღმოჩნდა. ალბათ ამაზე იმ ფაქტორმაც იმოქმედა, რომ მომავალ წელს ფინალი სწორედ მათ სტადიონ - სანტიაგო ბერნაბეუზე ჩატარდება. ლონდონის ”არსენალი” კი მეშვიდე ადგილზეა ჩამონათვალში და ბუკმეკერებმა მისი გამარჯვების შანსი 17.00 კოეფიციენტით შეაფასეს. რეალი - 5.00 ბარსელონა - 5.75 მანჩესტერი - 8.00 ჩელსი - 8.50 ლივეპული - 11.00 ინტერი - 13.00 არსენალი - 17.00 მილანი - 17.00 ბაიერნი - 21.00 ატლეტიკო - 26.00
|