|
გუშინ თეო უოლკოტმა ერთ-ერთ სპორტულ საიტს მეტად საინტერესო ინტერვიუ მისცა,სადაც განაცხადა,რომ უნდა დაივიწყონ წინა სეზონი და მაქსიმალური კონცენტრირება მოახდინონ დამდეგ სეზონზე.უოლკოტის თქმით,იგი დარწმუნებულია,რომ უტიტულო სერიას "არსენალი" წელს ბოლოს მოუღებს,და არა თუ დარწმუნებულია არამედ გულშემატკივარს თავისი სახელით პირდება,რომ მომავალ წელს ერთ ტიტულს მაინც მოვიგებთო.ტეოს თქმით,მან ის აუტანელი და ხანგრძლივი მხრის ტრავმა,რომელიც მას დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა,როგორც იქნა მოიშორა და ახლა ტიტულებზე დაგეშილს ერთი სული აქვს,რომ სეზონი განახლდეს და "ემირეითზე" შეკრებილ მაყურებელს ლამაზი ფეხბურთი უჩვენოს.
|