დღეს "არსენალის" ახალგაზრდა უელსელმა ნახევარმცველმა აარონ რამსიმ კლუბის ოფიციალურ ვებ გვერდს ინტერვიუ მისცა,სადაც მან განიხილა განვლილი სეზონი და დამდეგზეც ისაუბრა.აარონის თქმით,განვლილ სეზონში მათ არაერთი უაზრო ქულები დაკარგეს ისეთ გუნდებთან,როგორებიც "ჰალი," "სტოკი" და "ფულემია."მაგრამ მიუხედავად ამისა ზოგჯერ ცუდსაც აქვს თავისი დადებითი მხარე.რამსის თქმით,ეს თამაშები მათთვის კარგი გაკვეთილია,რასაც "არსენალი" აუცილებლად გამოასწორებს.