არსენალმა" დიდი დანაკარგი განიცადა თავდამსხმელ - რობი ვან პერსის სახით. ფეხბურთელი გასულ შაბათს, ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ დაშავდა 75-ე წუთზე, სადაც ლონდონელები ინგლისის თასის ფინალისთვის იბრძოდნენ. "არსენალის" მწვრთნელის - არსენ ვენგერის განცხადებით, იგი გამოტოვებს კვირის მატჩს პრემიერ ლიგაში "მიდლსბროსთან" და ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგაში "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ.
ვენგერმა ასევე დაამატა, რომ ზურგის ტრამვასთან დაკავშირებით, "იუნაიტედის" წინააღმდეგ მარცხენა მცველი - გაელ კლიში ვერ მიიღებს მონაწილეობას, შეიძლება ის "MU"-სთან საპასუხო მატჩში დაბრუნდეს. - განაცხადმა ფრანგმა სპეციალისტმა.
"მეთოფეების" ქომაგების საბედნიეროდ, ოთხშაბათს მეკარე - მანუელ ალმუნია და მცველი - იოჰან ჯორუ დაუბრუნდება. ვენგერმა ბოლოს ისიც განაცხადა, რომ შაბათის ვარჯიშზე ასევე თავდამსხმელი - ემანუელ ადებაიორი გამოვა.
auuuu exla movkvdebii ra arc ert gund ar yavs ese tranvilebuli fexburtelebi yvela zdiritadi she,adgnlobit ibrdzvis too da arsenali ra gaxda bedi ginda ra.van persie man unt 2ganmeorebit tamashi ikneba albatt