ლონდონის ”არსენალი” ბოლოთამაშებში დაცვაში ძალზედ ცუდად თამაშობს და ბევრ უაზრო გოლსაც უშვებს. ამასთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა ”მეთოფეთა” მწვრთნელმა არსენ ვენგერმა, რომელმაც დაცვის ამაზრზენი თამაში მათ დაღლილობას დააბრალა, და იმედი გამოთქვა, რომ მისი გუნდი ამ კომპონენტში თამაშს მალე გამოასწორებს.