”მილანის” ნახევარმცველის მეთიუ ფლამინის თქმით, იგი მუდამ იქნება ”არსენალის” თავგადაკლული ფანი. ”არსენალი” მისთვის მნიშვნელოვანი გუნდია, მისი წარსულია და მის გულში დიდი ადგილიც უკავია. იგი ხშირად ნახულობს თურმე თავის ძველ თანაგუნდელებს და მწვრთნელ არსენ ვენგერს, რომელსაც თურმე ერთხელ ხუმრობითაც კი უთქვამს:” რა იყო მეთიუ, ”მილანიდან,” ხომ არ გამოგაგზავნეს ვინმეს წასაყვანადო.”