დღეს გამოქვეყნდა ლონდონის ”არსენალის” საკადრო ვითარება. კლუბს უბრუნდებიან: მანუელ ალმუნია, იოჰან ჯურუ და ემანუელ ადებაიორი. ვან პერსი ”მანჩესტერთან” ჩასატარებელ პირველ თამაშს გამოტოვებს, ხოლო გაელ კლიში კი 2-ვე თამაშს. რაც შეეხება როსიცკის და გალასს მათთვის სეზონი დასრულებულია.