რუსეთის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის არსენალის თავდასხმელი ანდრეი არშავინი, პოსტსაბჭოური სივრცის რიგით მესამე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც წამყვან ევროპულ ლიგაში ერთ მატჩში 4 გოლი გაიტანა. მან ეს ინგლისის პრემიერლიგაში ლივერპულთან 4:4 დასრულებულ შეხვედრაში შეძლო. მანამდე ამის გაკეთება საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა შოთა არველაძემ და მილანში მოასპარეზე უკრაინის ნაკრების თავდასხმელმა ანდრეი შევჩენკომ შეძლეს.